X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

საერთაშორისო კომპანიებმა ჯანდაცვის სისტემისთვის სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინეს

1 მაისი 2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კონტრაქტორმა კომპანიებმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინეს. 

მათ შორის, 6 ჩინურმა კომპანიამ - China Road and Bridge Corporations Branch in Georgia, Hunan Road & Bridge Construction Group Co.,Ltd Branch in Georgia, China Railway Tunnel Group Co.,Ltd. Branch in Georgia, Constant Department (Branch) of China Railway 23rd Bureau Group CO., LTD, China State Construction Engineering Corp. Ltd. Georgia Branch, Guizhou Highway Engineering Group Co., Ltd Branch of Foreign Enterprise in Georgia - შეიძინა 2000-მდე უკონტაქტო ციფრული ინფრაწითელი თერმომეტრი, თურქულმა კომპანიამ Polatyol & Mapa და აზერბაიჯანულმა კომპანიამ Akkord Georgia  საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ სპეციალურ ფონდში (StopCov ფონდში) ჯამში 45,000 აშშ დოლარი  გადარიცხეს, რომელიც ასევე პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება. 

სამედიცინო აღჭურვილობა დაეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალსა და საჯარო მოხელეებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებაში.